
დამნაშავე საერთოდ არ ვარ! - ამ სიტყვებით დაასრულა სასამართლო სხდომაზე საკუთარი სათქმელი ალეკო ელისაშვილმა. დაკავებული პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ტერორიზმის მუხლით აღძრული ახალი ბრალი "ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიების გაგრძელებაა, რომლის მიზანიც მისი გაშავებაა.
ელისაშვილი ფიქრობს, რომ მისი სახელის დაზიანებით "ოცნებას" უნდა დააზიანოს პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლების პროცესი.
"რისთვის ვზივარ ციხეში? - ზოდები იპოვეს, ფული თუ კარტიეს საათები" - თქვა ელისაშვილმა.
30 მარტს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად მას 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან.
თავად ელისაშვილი უარყოფს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში, შარშან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თვითონაა.