რეზონანსი
31.03.2026

ირანის ომის შემდეგი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.

„მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სულ უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს, მათ კი ნაკლები. მხოლოდ ერთ თვეში ჩვენ დავადგინეთ პირობები, მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აშშ-ს ბევრად უფრო ურჩევნია შეთანხმებას მიაღწიონ.

„ის მიმდინარეობს. ის აქტიურია და ვფიქრობ, რომ ძლიერდება. ჩვენ ამას ვაფასებთ. როგორც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, ჩვენ ბევრად უფრო მეტად გვირჩევნია შეთანხმების მიღწევა, თუ ირანი მზად იქნება დათმოს ის მასალა და ამბიციები, რაც სრუტის გახსნასთან დაკავშირებით აქვს. ეს არის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე საჭიროა. აშშ-ს ბევრად უფრო მეტად ურჩევნია შეთანხმების დადება, მაგრამ მანამდე მოლაპარაკებას ბომბებით ვაწარმოებთ“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×