|

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. დეპუტატის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაყინული წერტილიდან დაიძვრება.
„მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას იმ გაყინული წერტილიდან, რომელიც ახლა არის. როგორც ვიცით ამ საუბრის შინაარსის შესახებ, საუბარი ეხებოდა საქართველოს სტრატეგიულ როლს კავკასიის რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საქართველო რეალურად არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ხელშესახები შედეგი აქვს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ასევე გლობალური ეკონომიკური პროექტების განვითარების საქმეში“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|