|

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ახალი ზონის შექმნას გეგმავს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, საზღვრის მახლობლად ლიბანის სოფლებში ყველა სახლი განადგურდება ღაზაში რაფაჰისა და ბეით ჰანუნის მოდელის შესაბამისად, რათა „საზღვართან არსებული საფრთხეები ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას“.
„ოპერაციის დასრულების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონას შექმნის და მთელ ტერიტორიაზე ლიტანის მდინარემდე უსაფრთხოების კონტროლს შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელი ლიტანის მდინარის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე სამხრეთ ლიბანის 600 000-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნებას აკრძალავს, სანამ ჩრდილოეთ ისრაელის მაცხოვრებლების უსაფრთხოება და დაცულობა უზრუნველყოფილი არ იქნება.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|