|
31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები საქართველოს და „მოსკოვის მექანიზმით“ მოგვილოცა ეს დღე - გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლას.
ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპულმა ძალებმა სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა 2024 წლის არჩევნების ჭმუნვით მიღებით. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ „შიშველი პროპაგანდის“ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება დიდი სირცხვილია, მათი თავდაპირველი მოვალეობა კი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს.
„მთავარი პრობლემა იცით, რაშია, მეგობრებო? მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, იმ ძალებმა, ევროკავშირში იქნება თუ სხვაგან, სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მათ ასეთი დიდი ჭმუნვით მიიღეს, როდესაც მათივე სადამკვირვებლო მისიის დასკვნები გვერდზე გადადეს, თვალი დაიბნელეს და ყური დაიყრუეს და როდესაც 4 ოქტომბრის, თუ ამდაგვარი რევოლუციური, თუ დამხობის სცენარების აპოლოგეტებად და მხარდამჭერებად მოგვევლინნენ და როდესაც მიზანს ვერ აღწევდნენ და დანაშაულის ჩამდენებზე პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა მათ პოლიტიკურ პატიმრებად და ათასგვარი „მოსკოვური“ თუ სხვადასხვაგვარი მექანიზმების გამოსაყენებლად იყენებდნენ და თქვენ თუ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, უნდა გესმოდეთ პირველ რიგში რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მერე უნდა მისდევდეთ „მოსკოვის მექანიზმს“ და სხვათა პროპაგანდას, რომ „ბელორუსია ხართ და რუსეთი ხართ“ და ა.შ. სირცხვილია, რომ ამას იმეორებთ, აი ამ შიშველ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|