
მსახიობმა კახა მიქიაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“ პატრიარქზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ძალიან უშუალო და თავმდაბალი ადამიანი იყო.
„პატრიარქი იყო საოცრად მოწესრიგებული, ურთიერთობებში უშუალო და თავმდაბალი, ჰქონდა ზღაპრული იუმორი, ყველაფერს ათავსებდა ერთმანეთთან.
ჩემი პირველი გაცნობა მასთან მაშინ მოხდა, როცა საპატრიარქოში დავიწყე მსახურება და ჩემი მორიგეობა იყო.
ეზოში ჩამოდიოდა იქ ლოცულობდა 6-საათიან ლოცვას. უცებ ლიფტის კარი გაიღო და მარტო გამოვიდა უწმინდესი.
ახლა განცდა მაქვს, რომ ჩვენ თურმე არ ვიცოდით პატრიარქის სიდიადე და ახლა ვიგებთ. ჩვენ ვიცოდით ერთი პატრიარქი და ახლა ვიწყებთ გაგებას იმ პატრიარქის, რომელიც რეალურად იყო და ღმერთმა გვანახა როგორ განადიდა ის.
იმ დღეებს რომ ვახსენებთ, ჩემს თვალწინ ძალიან ბევრი სასწაული მოხდა. ერთი მწერს, რომ მოიყვანეს შვილი, რომელიც გაივლიდა თუ არა არ იცოდნენ, ემთხვიეს [პატრიარქს] და ბავშვმა გაიარა. ერთი შემთხვევა ვიცი, რომ პანაშვიდიდან წავიდნენ მანქანით, ჩაეძინათ, მანქანა გადავარდა და უვნებლები გადმოვიდნენ. ახლაც გვაჩვენებს, რომ უფრო ზრუნავს ჩვენზე. ვერ წარმოედგინა პატრიარქს სიყვარულის გარეშე ცხოვრება და
მისი მთავარი გზავნილი, სწორედ სიყვარული იყო“, - აღნიშნა კახა მიქიაშვილმა.