რეზონანსი
30.03.2026

"ერთადერთი წინაღობა ამ გზაზე არის ის ევრო ბიუროკრატია და ის მმართველი კლასი, რომელიც დღეს არის ბრიუსელის სათავეში", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ "რუსთავი 2-ის" ეთერში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი.

"დებატები არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონოლოგის რეჟიმის ნაცვლად, მოისმინოს საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობა ორივე მხრიდან, შემდეგ უკვე თავად უნდა გამოიტანოს დასკვნები.

ევროინტეგრაციას რაც შეეხება, ერთადერთი წინაღობა ამ გაზე არის ის ევრო ბიუროკრატია და ის მმართველი კლასი, რომელიც დღეს არის ბრიუსელის სათავეში. აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ ვყოფილიყავით გამოყენებული პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ამ ყველაფერს უკვე იაზრებს და ეს გამოჩნდა ჩვენი მხარდაჭერის კუთხით არჩევნებზე, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს თუ რა გახლავთ მიზეზი იმისა თუ რატომ არის დაძაბული ურთიერთობა ჩვენსა და ევრო ბიუროკრატებს შორის", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დღეს, "რუსთავი 2-ზე" დებატებია. თემა იქნება - ევროინტეგრაცია: პარტნიორობა თუ ბიუროკრატიული ლაბირინთი?

სტუმრები არიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი და ბექა ნაცვლიშვილი, მათი ოპონენტები კი - ცოტნე კობერიძე და ვახო მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×