
რადიკალებს იმ ტემპის ზრდა აშინებთ, რაც ამერიკა-საქართველოს შორისაა, ამიტომ, საკუთარი თავის პოზირებით ქულების დაწერას ცდილობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში უნდა ეძიონ და არა, ვაშინგტონსა და ბრიუსელში.
„გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ჯო უილსონია, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ და მას კონგრესმენები პირდაპირ ეუბნებიან, რომ უცხო ქვეყნის დროშებით სიარულს თავი დაანებოს და ისე მოიქცეს, როგორც ამერიკელი. ოპოზიციას ვინც უჭერს მხარს, კარგად ვხედავთ – „დიფ სთეითის“ ხელში აღმოჩენილო ჰელსინკის კომისია, ჯო უილსონი და ა.შ. რადიკალებს იმ ტემპის ზრდა აშინებთ, რაც ამერიკა-საქართველოს შორისაა. ამიტომ, საკუთარი თავის პოზირებით ქულების დაწერას ცდილობენ. პოლიტიკურმა ძალებმა მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში უნდა ეძიონ და არა, ვაშინგტონში, ბრიუსელში. პირველ რიგში, საკუთარი ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ. ისინი კი, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.