რეზონანსი
29.03.2026

რელიგიის თემა, მით უმეტეს, ისეთი ავტორიტეტული პიროვნების შემდეგ, როგორიც ილია მეორე იყო, ძალიან მგრძნობიარეა - ვხედავ ნიშნებსა და რისკებს, რომ ხელისუფლება ამ საკითხს გამოიყენებს პოლარიზაციის გასაღრმავებლად. საზოგადოების კიდევ უფრო დრამატულად გასახლეჩად, რაც მისთვის ძალაუფლების გახანგრძლივების ერთადერთი შანსია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი" განაცხადა, სადაც ახალი პატრიარქის არჩევაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, შეფასებებისა და მსჯელობის დროს არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ბერკეტი, რომ ძალიან სენსიტიური საკითხზე „დაპირისპირების ღრმა ფორმატი შექმნას".

"მიმაჩნია, რომ რადგან რელიგიის თემა, მით უმეტეს, ისეთი ავტორიტეტული პიროვნების შემდეგ, როგორიც ილია მეორე იყო, არის ძალიან მგრძნობიარე. ვხედავ ნიშნებსა და რისკებს, რომ ხელისუფლება საკითხს გამოიყენებს პოლარიზაციის გასაღრმავებლად. საზოგადოების კიდევ უფრო დრამატულად გასახლეჩად, რაც მისთვის ძალაუფლების გახანგრძლივების ერთადერთი შანსია. მინდა, ყველას ვთხოვო, ამ საკითხზე შეფასებებისა და მსჯელობის დროს, ვიფიქროთ, რომ ნებსით უნებლიედ არ მივცეთ ხელში ბერკეტი ხელისუფლებას, რომ ძალიან სენსიტიური საკითხი მოატრიალოს ჩვენს წინააღმდეგ, დაპირისპირების ძალიან ღრმა ფორმატი შექმნას", - აღნიშნავს ჯეჯელავა.

მისივე თქმით, იკვეთება სურათი, რომ ხელისუფლების კანდიდატია მეუფე შიო და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მხარის მეუფე ისაია.

„ის, რომ იქნება კანდიდატი, რომელსაც ხელისუფლება უჭერს მხარს, თავად ხელისუფლება ამტკიცებს. ცოტა ისტერიული ფონია, „ტროლები" და „ბოტები" სოცმედიაში ცოტა გაღიზიანებულები არიან....მრევლი კი არ არის, რომელიც რეალურად მეუფეს მომხრეა, მისი ღირსებები მოსწონთ და თვისება, სახელისუფლებო ტროლებს წარმოდგენა არ აქვთ. ელემენტარულ უვიცობას ამჟღავნებენ, ვხვდები რომ პროპაგანდამ მოქოქა, შესაძლოა, ჩინელი „ბოტიც" იყოს. მეუფე ესაიას გარეშე ისეთი სურათი იკვეთება, რომ ხელისუფლების კანდიდატია მეუფე შიო და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მხარის მეუფე ისაია, რომელიც ღირსეულთა შორის, ერთ-ერთი ღირსეული. ჩვენ არ ვიცით, მისი სურვილი როგორია... ვფიქრობ, ჩვენ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ, ასეთ კამპანიაში ჩართვაზე, მართლა მივცეთ სინოდს საშუალება", - აცხადებს ის.

კითხვაზე, სუსი იქნება თუ არა ჩართული პატრიარქის არჩვის პროცესში, ჯეჯელავა აღნიშნავს: „სუსი რომ იქნება ჩართული ამაზე მეტყველებს ის, რასაც სუსი აკეთებდა აქამდე: უსმენდა აყურადებდა და აშანტაჟებდა და სხვა ბევრ რაიმეს აკეთებდა, ბუნებრივია".

ასევე, ჯეჯელავა რუსეთის ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსკოვის ინტერესია, საქართველოს ეკლესიაში პროცესებში ჩაერიოს, რადგან გარანტირებული გავლენის ბერკეტი ჰქონდეს ქართულ სახელმწიფოზე.

„რუსეთისთვის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის შიდა პოლიტიკური გავლენის მქონე, ეს არის გეოპოლიტიკური გავლენების მქონე ინსტიტუტი და ამისთვის იყენებს. ამიტომ, მოინდომებს თუ არა რუსეთი საქართველო მოხდეს მის ნასუფრალში?! - ბუნებრივია, მოინდომებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროცესებში ჩარევა იმიტომ, რომ გარანტირებულად ჰქონდეს გავლენის ბერკეტები ქართულ სახელმწიფოზე",- აღნიშნავს ჯეჯელავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×