რეზონანსი
29.03.2026

საქართველოში მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ახალი რესპირატორული ვირუსის გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. პედიატრების ინფორმაციით, ინფექცია განსაკუთრებით მძიმედ ორ წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს.

ბოლო კვირებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და გართულებების შემთხვევები. სპეციალისტების თქმით, დაავადება მაღალი რისკის შემცველია განსაკუთრებით ჩვილებისთვის.

საქართველოში აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე არ არსებობს. პედიატრები მშობლებს ურჩევენ, მაქსიმალურად შეამცირონ მცირეწლოვანი ბავშვების კონტაქტი ზრდასრულებთან, რათა ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდეს.

"რესპირატორული-სინსციტიალური ვირუსი არის ამ წუთში გავრცელებული, რომელიც, ვრ ვიტყვი, რომ ახალი ვირუსია, უბრალოდ, სეზონი არის ახლა და ამ სეზონისთვის ძალიან ბვრი შემთხვევებია ავადბის, სადღაც 53% სწორედ ამ ვირუსით ავადობაზე მოდის. ბრონქიოლიტით ავადობენ 2 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელსაც იწვევს რეპირატორულ-სინსციტიალური ვირუსი და სწორედ ამაზეა საუბარი. ახლა, განსაკუთრებიწლამდე ასაკის ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ზოგს ესაჭიროება რეანიმაციული დახმარება და ეს ვირუსია გავრცელებული ახლა, რომელიც მშობლების შფოთს იწვევს. 

ამ დაავადების ვაქცინაცია არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ჰიგიენური პირობების დაცვა არის პრევენცია ამიტომ. უნდა მოვერიდოთ დაავადებულ ადამიანებს, ხშირად გავანიავოთ ოთახი და დავამუშავეთ სველი წესით ავეჯი და ნივთები. სუფთა ჰაერზე, რასაკვირველია, უნდა გვყავდეს, მაგრამ კონტაქტებს უნდა მოვარიდოთ რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი და განგაშის ნიშნები არის, თუ ბავშვი კვებაზე უარს ამბობს, განსაკუთრებით თუ არ ღებულობს საკვებს დედით რძით ან ფორმულაზე უარს ამბობს, მათთვის ერთი ჩაგდებული კვებაც კი შეიძლება, საშიში იყოს. ამიტომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ერთეული ხველა, ვთქვათ, ტემპერატურა შეიძლება მაღალი არ იყოს როგორც გრიპის დროს, მაგრამ თუ იქნა 38 ტემპერატურა, ასეთ შემთხვვაში მიმართონ ექიმს, იმიტომ, რომ ოჯახის პირობებში ბრონქიოლიტის მართვა მშობლებს გაუჭირდებათ, - ამბობს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×