რეზონანსი
29.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციები იმართება დევიზით, „არა მეფეებს“. 50-ვე შტატში 3 200-ზე მეტი ღონისძიება იყო დაგეგმილი. ეს არის ტრამპის წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების მესამე ტალღა მსგავსი სლოგანით.

ორგანიზატორების თქმით, ისინი აპროტესტებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ პოლიტიკას, მათ შორის ირანში ომს, ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურსა და საცხოვრებელი ფასების ზრდას.

„ტრამპს სურს ჩვენზე ტირანის სახით მმართველობა. თუმცა, ეს ამერიკაა და ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა მეფედ გახდომის მსურველებს ან მათ მილიარდერ მეგობრებს“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.

28 მარტს, მთელი დღის განმავლობაში, დემონსტრაციები გაიმართა აშშ-ის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში. მომიტინგეებს ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსის და ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირების ფიგურები ეჭირათ და მათი გადაყენება და დაპატიმრება მოითხოვეს.

საპროტესტო აქციებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ლოს-ანჯელესში ორი ადამიანი დააკავეს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ თავდასხმისთვის. დაპატიმრებები ასევე განხორციელდა დალასში, მას შემდეგ, რაც „მცირე შეტაკებები დაიწყო“, როდესაც კონტრდემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს და „არა მეფეებს“ მსვლელობა ჩაშალეს.

აშშ-ის რამდენიმე შტატმა ეროვნული გვარდიის მობილიზება განახორციელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×