რეზონანსი
28.03.2026

მთავარ მწვრთნელთან ერთად, პრესკონფერენციას „ჯვაროსნების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესწრებოდა და მომავალ მატჩზე აზრი მანაც გამოთქვა:

გიორგი მამარდაშვილი – „ისრალეთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ვისაუბრეთ და გვსურს, ვითარება ერთად გამოვასწოროთ, უფრო გუნდურად ვითამაშოთ. ამხანაგური თამაშები სწორედ ამიტომ ტარდება, რომ სიახლეები დავამუშაოთ და ტაქტიკური დეტალები დავხვეწოთ.

ნაკრები რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა და ახლა კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული გუნდი ვართ, ამიტომ მეტი შეთამაშება გვჭირდება. ამხანაგურ მატჩებს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ სექტემბერში ერთა ლიგის შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში შევხდეთ“.

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი კაუნასში 29 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება – პირდაპიე რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×