რეზონანსი
28.03.2026

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას 50 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა. 

სამების ეკლესიის მიმდებარედ, ფაცხებთან, ავტომობილი “ნივა”, რომლითაც სამი ადამიანი გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა.

mak.ge-ს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი უგონო მდგომარეობაშია.  მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი პირი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო, სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

პირველადი ცნობებით, დაზარალებულები თბილისელები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×