რეზონანსი
28.03.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლაშა ტალახაძე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ბათუმში გამართულ პირველ კონფერენციას აფასებს და აცხადებს, რომ აჭარაში მმართველი გუნდის ჩასვლამ, დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი განცხადებით, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, პრობლემური საკითხების მარტივად მოსაგვარებლად.

"ვარლამ ლიპარტელიანმა, ჩვენმა მეგობარმა და პოლიტიკური გუნდის ღირსეულმა წევრმა გვთხოვა, ბათუმში დავსწრებოდით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციას. ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია. დისკუსია და კამათი ახალგაზრდებთან არის საუკეთესო გზა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან. მიხარია, რომ ვარლამი და ახალგაზრდული გუნდი აქტიურად ჩაერთო დისკუსიებში - მე ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო!" - წერს ტალახაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×