რეზონანსი
28.03.2026

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ამგვარი კამპანიების მიზანი ეკლესიის ავტორიტეტის დაზიანებაა.

„საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ის ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მასში განხეთქილება შეეტანათ. გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ახლა ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, სამწუხაროდ.

მიზანი არის ერთი რამ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ავტორიტეტი. ბუნებრივია, თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე და ვისაც კი ასეთი პერსპექტივა ექნება, ყველაზე გარკვეული შეტევა იქნება მიტანილი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×