რეზონანსი
28.03.2026

ეკლესიაზე შეტევა, რომელიც მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის შეტევა ქართველი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და გარდაცვლილ პატრიარქ ილია მეორეს პატივი მიაგო, საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი იცლიდა საპატრიარქოსა და პატრიარქის საქილიკოდ.

„მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგეთ ჩვენი პატრიარქის სახით. იმ დღეებში, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე,“ - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×