რეზონანსი
28.03.2026

ძლი­ერ­მა ქარ­მა დე­და­ქა­ლაქ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ქა­რის შე­დე­გად დიდ დი­ღომ­ში, პეტ­რე იბე­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი მშე­ნებ­ლო­ბი­დან სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი გად­მოც­ვივ­და - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია 2 ავ­ტო­მო­ბი­ლი. 

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დიდი დიღ­მის მე­ო­თხე მიკ­რო რა­ი­ონ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა სახ­ლს გა­და­ხა­და სა­ხუ­რა­ვი. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, მომ­ხდა­რის შე­დე­გად იქაც არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, დიდი დი­ღო­მი, მე-3 მკ/რ-ში ჩა­მო­ინ­გრა კორ­პუ­სის სა­ფა­რი.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ხე წა­იქ­ცა, რის გა­მოც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იყო. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

კად­რებს თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბ­ნე­ბი­დან „ფე­ის­ბუქ“-გვერ­დი „ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს“ ავ­რცე­ლებს. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი ქარი ხვა­ლი­დან შე­წყდე­ბა და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­მო­ი­და­რებს, თუმ­ცა 30 მარ­ტი­დან კვლავ ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×