
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 494 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 111 დოლარით მატებაზე მიუთითებს.
Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ერთი დღის ჭრილში ძვირფასი ლითონი 2.53%-ით გაძვირდა, წლიურად კი 41%-იანი მატება ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღის და წლის ჭრილში ფასები გაიზარდა, ოქროს ფასის 15%-იანი კლება ფიქსირდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დღეს 410 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 27 მარტს 1 გრამის ფასი 407 ლარი იყო, რაც ერთ დღეში ოქროს 3 ლარით გაძვირებაზე მიუთითებს.