რეზონანსი
28.03.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, აშშ-ის სამხედრო გემს დაარტყეს. ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა, რომ ამერიკულ გემს ომანის სალალას პორტთან ახლოს დაარტყეს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დარტყმის სამიზნე ომანის სალალას პორტთან აშშ-ის აგრესიული არმიის მხარდამჭერი ლოგისტიკური გემი გახდა“, - აღნიშნა ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა.

ამასთან, ომანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სალალას პორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×