რეზონანსი
28.03.2026

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები დაეცა.

უფრო კონკრეტულად, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 0.90%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 93.25 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 4.067 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთან, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.318 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 40.90 გირვანქა სტერლინგია, რაც 1.68%-იან კლებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 1.15%-ით შემცირდა და ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 35.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.244 მლრდ სტერლინგს აჭარბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×