რეზონანსი
28.03.2026

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. იგი თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და სა­პატ­რი­არ­ქო ტახტს. 2026 წლის 22 მარტს, ილია მე­ო­რე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ცი­ლა ბოლო გზა­ზე. სა­მე­ბის ტა­ძარ­ში პატ­რი­არ­ქის პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რიგი რამ­დე­ნი­მე დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­წყვე­ტი­ლა...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ქალ­ბა­ტო­ნის - სუ­ლი­კო ღვინ­ჯი­ლი­ას ფო­ტომ მი­ი­პყრო, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო­ებს შო­რი­საა და პატ­რი­არ­ქს და­ჩო­ქი­ლი ემ­შვი­დო­ბე­ბა...

"ამბები" ქალ­ბა­ტონ სუ­ლი­კო ღვინ­ჯი­ლი­ას და შვილს მი სოფო იზო­რი­ას გა­ე­სა­უბ­რა...

სოფო იზო­რია: "დედა - სუ­ლი­კო ღვინ­ჯი­ლია 86 წლი­საა, სე­ნაკ­ში ცხოვ­რობს, სე­ნა­კის მკვიდ­რია. სპე­ცი­ა­ლო­ბით აგ­რო­ნო­მია, მაგ­რამ სტა­ტი­ებსაც ხში­რად წერ­და ად­გი­ლობ­რივ პრე­სა­ში. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, სა­ნამ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყე­ბო­და. შემ­დეგ პარ­ტი­უ­ლი ბი­ლე­თი და­ხია და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, მე­რაბ კოს­ტა­ვას მიმ­დე­ვა­რი იყო, მათ ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლა, მეგ­რუ­ლა­დაც და­ი­ტი­რა... ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია რომ გარ­და­იც­ვა­ლა, დედა ჩემ­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი პე­ტერ­ბურ­გში (პე­ტერ­ბურ­გში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი) და პე­ტერ­ბურ­გი­დან გროზ­ნო­ში ჩა­ვი­და და­სა­ტი­რებ­ლად...

დედა თბი­ლის­ში წირ­ვას ხში­რად ეს­წრე­ბო­და, სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას სვე­ტი­ცხო­ველ­ში ჩავ­დი­ო­დით. 1978 წლი­დან მრევ­ლია, ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დი­დან. მა­შინ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ხალ­ხი ჩუ­მად მა­ინც და­დი­ო­და ტაძ­რებ­ში. დედა აქ და­დი­ო­და ად­გი­ლობ­რივ ტა­ძარ­ში, შვი­ლე­ბიც დავ­ყავ­დით...

 ჩემი ძმა და მამა კო­ვი­დის შე­დე­გად ერ­თად გარ­და­იც­ვალ­ნენ. ძმა 43 წლის იყო, მამა 80 წლის. ძმას სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ტა­ძარ­ში სტი­ქა­რო­სა­ნი იყო... მე პე­ტერ­ბურ­გში ვცხოვ­რობ, სამ­სა­ხუ­რი იქ მაქვს, ექი­მი ვარ, მაგ­რამ ძმის და მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დე­დას მარ­ტო არ ვტო­ვებ და ძი­რი­თა­დად მას­თან ვარ სე­ნაკ­ში".

სუ­ლი­კო ღვინ­ჯი­ლია: "ჩვენ წმინ­და­ნი პატ­რი­არ­ქი გვყავ­და და ახლა იქი­დან და­ი­ფა­რავს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მისი სიწ­მინ­დე და ლოც­ვა... ძა­ლი­ან გან­ვიც­დი უწ­მინ­დე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, მაგ­რამ ის მამ­შვი­დებს, რომ კი­დევ ერთი წმინ­და­ნი შე­ე­მა­ტა ზე­ცი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს.

ტა­ძარ­ში არ შე­მიშ­ვეს და მეტი ად­გი­ლი არ­სად იყო, რომ დავ­მშვი­დო­ბე­ბო­დი. მინ­დო­და ახ­ლოს მის­ვლა, მეგ­რუ­ლად რომ მეთ­ქვა - უწ­მინ­დე­სო და უნე­ტა­რე­სო, ქრის­ტე აღ­სდგა! კა­ციშ­ვილ­მა არ მი­მიშ­ვა სი­ახ­ლო­ვეს. არა­და პატ­რი­არ­ქი რომ და­მი­ნა­ხავ­და, მან­ქა­ნა­ში თუ იჯდა, გა­ა­ჩე­რე­ბი­ნებ­და და გულ­ში ჩა­მიკ­რავ­და. სამ­ხედ­რო­ებ­მა იქ და­მა­ყე­ნეს და როცა პატ­რი­არ­ქი ჩა­მო­აბ­რძა­ნეს, და­ვი­ჩო­ქე, ისე და­ვემ­შვი­დო­ბე".

წყარო: ambebi

ფოტო: Te Te

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×