რეზონანსი
28.03.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდა 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს. 

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ა.ბ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×