რეზონანსი
28.03.2026

Forbes Georgia-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს 100 უმ­დიდ­რეს მე­წარ­მეს შო­რის, სამი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მი­ლი­ო­ნე­რია. მე-19 ად­გილ­ზე გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე მოხ­ვდა. 27 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 600,03 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. 95-ე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი კი სი­ა­ში ახალ­გაზ­რდაა, 25 წლის. სი­ა­ში ვხვდე­ბით კი­დევ ერთ 25 წლის მი­ლი­ო­ნერს, დი­მიტ­რი ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს, ის 37-ე ად­გილს იკა­ვებს 324,52 მი­ლი­ო­ნით.

გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე

სა­პა­ტიო ოცე­უ­ლის, მე-19 ად­გი­ლოს­ნის­თვის ციფ­რე­ბი მხო­ლოდ „სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი“ არ არის. გი­ორ­გი იმ ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ამ, ლე­გენ­და­რულ­მა აკა­დე­მი­კოს­მა ფრი­დონ თო­დუ­ამ და­ტო­ვა.

გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ „თო­დუ­ას კლი­ნი­კის“ მარ­თვა 2017 წელს, სულ რა­ღაც 18 წლის ასაკ­ში, ბა­ბუ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ი­ბა­რა. მა­შინ, როცა მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი მხო­ლოდ სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი, მას ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ბედი და ასე­უ­ლო­ბით თა­ნამ­შრომ­ლის მო­მა­ვა­ლი მი­ან­დეს.

მისი გა­ნათ­ლე­ბა შთამ­ბეჭ­და­ვია: ლონ­დო­ნი, შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია – გი­ორ­გიმ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლებ­ლებ­ში აით­ვი­სა ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენ­ტი, რათა ქარ­თულ მე­დი­ცი­ნა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი, და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტი და­ე­ნერ­გა.

მი­უ­ხე­და­ვად მი­ლი­ო­ნე­ბი­სა და გი­გან­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი­სა, ახალ­გაზ­რდა მე­ნე­ჯე­რი მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბად მა­ინც ადა­მი­ა­ნურ ნდო­ბას მი­იჩ­ნევს.

და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი

ქარ­თულ ბიზ­ნეს-ელი­ტა­ში 25 წლის ასაკ­ში მოხ­ვედ­რა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი ამას ახერ­ხებს. 88 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ქო­ნე­ბით, იგი რე­ი­ტინ­გის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა წევ­რია.

და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი ფლობს 40%- იან წილს შპს „აი-ბი-ჯი ჰოლ­დინ­გში“, რო­მე­ლიც და­არ­სდა 2017 წელს და მისი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბა. და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და სპორ­ტის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლის შვი­ლია.

დი­მიტ­რი ნიშ­ნი­ა­ნი­ძე

კი­დევ ერთი 25 წლის მი­ლი­ო­ნე­რი დი­მიტ­რი ნიშ­ნი­ა­ნი­ძეა. დი­მიტ­რი ფლობს 34%-იან წილს კომ­პა­ნია "შარმ ტრე­ი­დინ­გში" 2000 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ეს გი­გან­ტი ბა­ზარ­ზე მრა­ვალ მსოფ­ლიო ბრენ­დს წარ­მო­ად­გენს და სა­კუ­თა­რი სატ­რან­სპორ­ტო თუ სა­სა­წყო­ბო სიმ­ძლავ­რე­ე­ბით ოპე­რი­რებს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ძველ თბი­ლის­ში: ის არის კომ­პა­ნია „მე­ი­და­ნის“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი. ეს კომ­პა­ნია ფლობს კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბის ვრცელ პორ­ტფელს თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში. ეს მსხვი­ლი აქ­ტი­ვე­ბი დი­მიტ­რიმ მა­მის­გან, ბიზ­ნეს­მენ ზაზა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის­გან მი­ი­ღო, რო­მე­ლიც 2025 წელს აქ­ტი­ურ ბიზ­ნესს საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­და და მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი შვილს გა­და­ა­ბა­რა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×