რეზონანსი
27.03.2026

56 წლის ასაკში, ცნობილი ქართული მისიკალური კომედიის „სიყვარული ყველას უნდა“ პერსონაჟი, „ელიზბარაანთ გივია” გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ამ როლის შემსრულებელი, სიმონ ბერიკაშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ერთ-ერთ კლინიკაში, გულის შეტევით დაიღუპა.

ბერიკაშვილი წარმოშობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგიდან არის და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პოლონეთში სამუშაოდ, შვილთან ერთად იყო წასული.

ის რეჟისორ პავლე ჩარკვიანის ქართულ ფილმში - „როცა დედები შინ არ არიან“, პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა.

11 წლის კი, გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ელიზბარაანთ გივიას როლი შეასრულა, რითაც მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.

ამ ფილმის შემდეგ, მას მსახიობის კარიერა აღარ გაუგრძელებია. ბერიკაშვილმა პოლიციის აკადემია დაამთავრა და 18 წლის განმავლობაში სამართალდამცავ სისტემაში იმსახურა.

მას მეუღლე და 2 ვაჟიშვილი ჰყავს.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×