რეზონანსი
27.03.2026

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცპროდუქტების, კერძოდ ძეხვეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

კერძოდ, ირკვევა, რომ დაგეგმილია ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. ამასთანავე, ცვლილებები განხორციელდება ძეხვეულის ეტიკეტირებასთან დაკავშირებითაც.

„დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ძეხვეულის არსებული ეტიკეტირების პრაქტიკების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისათვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესსექტორის ინტერესების გათვალისწინება.

ცვლილებების მიზანია, მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების რისკის მინიმუმამდე შემცირება, რაც დაეხმარება მყიდველს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ცვლილებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაგეგმილია ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×