რეზონანსი
27.03.2026

აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკულ დაზვერვასთან დაახლოებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიდევ ერთი მესამედის სტატუსი ნაკლებად გარკვეულია, თუმცა დაბომბვებმა, სავარაუდოდ, დააზიანა, გაანადგურა ან მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებში მოიყოლა ეს რაკეტები - აცხადებს ოთხი წყარო. ინფორმაციის სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე, წყაროებმა ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, დაზვერვის მონაცემები ირანის დრონების შესაძლებლობების შესახებაც ანალოგიურია. მისი თქმით, არსებობს გარკვეული ხარისხის რწმუნებულება იმისა, რომ მათი დაახლოებით მესამედი განადგურებულია.

შეფასება, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა, აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის რაკეტების უმეტესობა ან განადგურებულია, ან მიუწვდომელი, თეირანს კვლავ გააჩნია მნიშვნელოვანი სარაკეტო მარაგი და შესაძლოა შეძლოს ზოგიერთი ჩამარხული ან დაზიანებული რაკეტის აღდგენა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

დაზვერვის ეს მონაცემები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხუთშაბათის საჯარო განცხადებას, თითქოს ირანს „ძალიან ცოტა რაკეტაღა დარჩა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×