რეზონანსი
27.03.2026

ირანის სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის თავდასხმები გაძლიერდება და გაფართოვდება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე გავაფრთხილეთ ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწყვიტა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმები. ამ გაფრთხილებების მიუხედავად, თავდასხმები გრძელდება და შესაბამისად, ირანის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები გაძლიერდება და გაფართოვდება დამატებით სამიზნეებსა და ტერიტორიებზე, რომლებიც რეჟიმს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის შექმნასა და გამოყენებაში ეხმარება“, - აღნიშნა ისრაელ კაცმა ვიდეო-მიმართვაში.

როგორც „სიენენ“-ი წერს, ისრაელ კაცის განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რას მოიცავდა გაფართოებული ოპერაციები.

„ჩვენ გავაგრძელებთ ტერორისტული რეჟიმის ლიდერებისა და მეთაურების დევნას და მისი სტრატეგიული შესაძლებლობების განადგურებას“, - აღნიშნა კაცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×