რეზონანსი
27.03.2026

უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

შალვა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც გუშინ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის მართვის გადაბარება შეუძლიათ.

„გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი “პ” რომ არიან. აღარ მახსოვს, რომელი იყო პატიოსანიო, პროფესიონალი, პატრიოტიო. არ ვიცი, „პ“-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება, სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×