რეზონანსი
27.03.2026

საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa-მ რუსეთში ოთხი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტები „როსპატენტში“ მარტში შევიდა. განმცხადებლად კი მითითებულია კომპანია „Visa International Service Association“.

სასაქონლო ნიშნის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანია შეძლებს საკომუნიკაციო და სატრანსპორტო მომსახურებების გაწევას.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტის დასაწყისში, საერთაშორისო გადახდის სისტემებმა - Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში ყველა ოპერაცია შეაჩერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×