რეზონანსი
27.03.2026

ამ ხალხმა, მგონი, ჭკუა ვერ ისწავლა. სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და ცხვირაწეულები საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება და ჰგონიათ, რომ მათ ქართველი ხალხი ხელისუფლებას გააკარებს, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე. მისი თქმით, როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდა საწყისებს „გამორჩეულ“ ლიდერებთან ერთად.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას ვაკვირდებით. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი კვლავ დაუბრუნდა თავის საწყისებს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ვუყურებთ ამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანი სახით, რომელმაც დაიბრუნა თავისი უწინდელი სახე, „ნაციონალური მოძრაობის“ გამორჩეული ლიდერების სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

განცხადება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ემზადება გიორგი ვაშაძემაც გააკეთა. შალვა პაპუაშვილი მას მოუწოდებს ფრთხილი იყოს მის განცხადებებში.

„გუშინ ვისმენდი ბატონ ვაშაძესთან სამი „პ“ , რომ არიან - პატიოსანიო, პროფესიონალიო, პატრიოტიო. „პ“-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება, სხვა სიტყვებიც მოჰყვება მათ რიგში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალურ ძალებს მხარდაჭერა აქვთ გარედან და ეს დასტურდება თუნდაც იმით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მათ თავის რიგებიდან არ რიცხავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×