რეზონანსი
27.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერი ქალები ქალთა შეჯიბრებებზე აღარ დაიშვებიან. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს მხოლოდ მისი ბრძანების შემდეგ მოხდა.

„ვულოცავ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ქალთა სპორტში მამაკაცების მონაწილეობის აკრძალვის გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ ჩემი ძლიერი აღმასრულებელი ბრძანებულების წყალობით ხდება, რომელიც ქალებისა და გოგონების დასაცავად მოქმედებს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების დაშვების ახალი პოლიტიკა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერი ქალები ქალთა შეჯიბრებებზე აღარ დაიშვებიან.

ახალი წესების მიხედვით, ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის მქონე პირებს ექნებათ. სქესი დადასტურდება გენეტიკური ტესტით, რომელსაც სპორტსმენები გაივლიან. მედიის ცნობით, რეგულაცია ძალაში 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებიდან შევა, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×