რეზონანსი
27.03.2026

ეს­პა­ნეთ­ში, ბარ­სე­ლო­ნას მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე კლი­ნი­კა­ში, 25 წლის ნო­ე­ლია კას­ტი­ლო რა­მოს­მა ევ­თა­ნა­ზი­ის გზით სი­ცო­ცხლე და­ას­რუ­ლა. გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტრავ­მებს ებ­რძო­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა.

ნო­ე­ლი­ას ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ აი­რია, რაც ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. 13 წლის ასა­კი­დან ის უკვე ფსი­ქი­ატ­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნამ ორი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­და­ი­ტა­ნა, მათ­გან ბოლო - ღა­მის კლუბ­ში სამი ბი­ჭის მიერ ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა იყო.

ამ შემ­ზა­რავ­მა შემ­თხვე­ვამ ნო­ე­ლია ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო. 2022 წელს მან თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, რის შე­დე­გა­დაც ხერ­ხე­მა­ლი მძი­მედ და­უ­ზი­ან­და და პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ჩა. მას შემ­დეგ ის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და გა­უძ­ლო ფი­ზი­კურ ტკი­ვი­ლებს, რა­საც ერ­თო­და მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - პი­როვ­ნუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და ობ­სე­სი­ურ-კომ­პულ­სი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა.

„ევ­თა­ნა­ზი­ის მო­თხოვ­ნამ­დე ჩემს სამ­ყა­როს მხო­ლოდ შავ ფე­რებ­ში ვხე­დავ­დი. არ მქონ­და მიზ­ნე­ბი. ყო­ველ­თვის მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი თავს, არა­ვის ეს­მო­და ჩემი,“ - გა­ნა­ცხა­და ნო­ე­ლი­ამ სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნო­ე­ლი­ას მამა, ხე­რო­ნი­მოს კას­ტი­ლო, ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და სა­სა­მარ­თლოს გზით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მას მხარს უჭერ­და ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი „ქრის­ტი­ა­ნი იუ­რის­ტე­ბი“, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ გო­გო­ნას ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ხელს უშ­ლი­და გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.

თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ნო­ე­ლი­ას გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი „ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი“ იყო და მას ჰქონ­და უფ­ლე­ბა, ეს­პა­ნე­თის 2021 წლის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვად გა­ნე­კარ­გა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე. სა­ბო­ლოო ნე­ბარ­თვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლო­მაც გას­ცა.

 სიკ­ვდი­ლის წინ ნო­ე­ლი­ამ ოჯახს სთხო­ვა, მას­თან და­მა­ტე­ბი­თი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. დე­და­მი­სი, იო­ლან­და რა­მო­სი, ბოლო წუ­თამ­დე შვი­ლის გვერ­დით იყო, თუმ­ცა აღი­ა­რებ­და, რომ ევ­თა­ნა­ზი­ას არ ეთან­ხმე­ბო­და.

"მე არ ვარ მომ­ხრე, მაგ­რამ მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი ბოლო წა­მამ­დე. ვლო­ცუ­ლობ­დი და ბოლო წუ­თამ­დე იმე­დი მქონ­და, რომ იტყო­და - ვნა­ნო­ბო,“ - ამ­ბობ­და ატი­რე­ბუ­ლი დედა.

"ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ მინ­და ლა­მა­ზი მოვ­კვდე. ჩემს ყვე­ლა­ზე ლა­მაზ კა­ბას ჩა­ვიც­ვამ და მა­კი­აჟს გა­ვი­კე­თებ“, - ამბობდა ნოელია.

პრო­ცე­დუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთს გაგ­რძელ­და. გო­გო­ნას სამი ინექ­ცია გა­უ­კე­თეს: პირ­ველ­მა ორმა ღრმა ძილი გა­მო­იწ­ვია, ხოლო მე­სა­მემ - გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. ნო­ე­ლი­ას სურ­ვი­ლით, უშუ­ა­ლოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში პა­ლა­ტა­ში მხო­ლოდ ექი­მი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ეს­პა­ნე­თი ევ­რო­კავ­ში­რის მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც ევ­თა­ნა­ზი­ის ლე­გა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა იმ პი­რე­ბის­თვის, ვი­საც გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სენი ან გა­უ­საძ­ლი­სი ტან­ჯვა აქვთ. აღ­ნიშ­ნულ­მა შემ­თხვე­ვამ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ ერთხელ გა­მო­იწ­ვია მწვა­ვე დე­ბა­ტე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ სად გა­დის ზღვა­რი ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას შო­რის - და­იც­ვას სი­ცო­ცხლე.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×