რეზონანსი
26.03.2026

 გლდანის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?" გაიმართა. ღონისძიებაში 24 სკოლა ჩაერთო.

ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი N191 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი N71 სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი N69 სკოლამ დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს წიგნებისთვის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ - პირველ ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრმა 400-ლარიანი, II ადგილზე - 350-ლარიანი, III ადგილზე კი 300-ლარიანი ვაუჩერები მიიღო.

ინტელექტუალური თამაში ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავს მიზნად.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლება და მათი წახალისება. ამისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ და მომავალშიც ვიგეგმებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ყველა საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება მსგავს პროექტებში და შესანიშნავი სანახავია მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებები", - განაცხადა გამგებელმა ბესო კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×