რეზონანსი
26.03.2026

„მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისი თქმით, იგი ენდობა უწმინდესს, ენდობა მის გამორჩეულ ადამიანს.

„მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია.

მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი. 9 წელია მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით.

მე ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით.

მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემთვის იქნება პრობლემა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რამე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. დანარჩენი მე მორჩილი ვარ , მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა, მე სხვა ვარიანტს არ ვუშვებ ჩემს გადაწყვეტილებაში. სხვა რას იზამს, მე მაგაზე ვერ ვაგებ პასუხს" - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×