რეზონანსი
26.03.2026

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით შვედეთის და ნორვეგიის ელჩების განცხადებებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, მათ ამ განაჩენის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.

მათიკაშვილის შეფასებით, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

„ცდილობენ, რომ ელენე ხოშტარია წარმოადგინონ რაღაც დევნის ობიექტად, მისი ოჯახური მდგომარეობა იყოს სპეკულაციის საგანი და ამით გაამართლონ ხოშტარიას ჩადენილი უამრავი კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ადამიანის, რომელიც ხან დასავლეთიდან ფინანსდება, ხან რუსეთიდან მილიონობით რუბლით. ამ ყველაფრის გამართლება და კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისგან შემდგომ კიდევ თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა კონკრეტული დიპლომატიური კორპუსის კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×