რეზონანსი
26.03.2026

წლე­ბის წინ, რო­დე­საც ლალი მა­როშ­კი­ნამ თაკო ფხა­კა­ძეს ფიზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ყე­ლის არე­ში ჩან­გა­ლი და­არ­ტყა, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ამ ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას შეც­დო­მა და­უშ­ვა - მან სი­ტყვა "არ­ტე­რიის“ ნაცვლად "არ­ტი­ლე­რი­ა“ თქვა. ამ ერთმა შეც­დო­მამ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მძი­მე მენ­ტა­ლუ­რი ტრავ­მა და­უ­ტო­ვა.

"ბევ­რი წლის წინ, როცა ლალი მა­როშ­კი­ნამ "არ­ტი­ლე­რი­ა­ში“ ჩან­გა­ლი და­არ­ტყა თაკო ფხა­კა­ძეს, მა­შინ ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, დად­გე­ბო­და დღე, რომ ამ ამ­ბავ­ზე, ამ ფაქ­ტზე და ამ სი­ტყვა­ზე გა­მე­ცი­ნე­ბო­და. დღემ­დე არ მჯე­რა, მარ­თლა არ მჯე­რა, რომ აი, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც სირ­ცხვი­ლის და­ფა­ზე გა­მაკ­რეს - ოღონდ ერთი თვე, ორი თვე და ერთი დღე კი არა, ეს მი­დი­ო­და წლე­ბი - "ნა­ნუ­ლა“, "არ­ტი­ლე­რია“ და რა­ღაც­ნა­ი­რად ეს ამ­ბა­ვი გა­უ­თა­ნაბ­რეს და სა­პირ­წო­ნედ და­მი­ყე­ნეს იმი­სა, რომ წიგ­ნიც არ მქონ­და წა­კი­თხუ­ლი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დამ­ცი­რე­ბა იყო.

და ის სირ­ცხვი­ლის შეგ­რძნე­ბა არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძაფ­რი ემო­ცია, რაც ჩვენ მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებს გვიქ­მნის, მერე შენ­დე­ბა ბევ­რი სხვა ტრავ­მა. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა, რაც მა­შინ მქონ­და. იმი­ტომ, რომ მარ­თლა მათ­რი­ეს, აი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­რი­ეს და მე ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ყვე­ლა "ქო­ცე­ბი“ იყ­ვნენ. "ქო­ცო­ბა“ ხომ არ ნიშ­ნავს იმას, ვინ შე­მო­ხა­ზე არ­ჩევ­ნებ­ზე და ვის მი­ე­ცი ხმა.

მახ­სოვს, მა­შინ ეს იყო ჩემ­თვის მძი­მე ემო­ცი­უ­რი ტრავ­მა და მა­შინ გა­ვი­კე­თე ყვე­ლა­ზე დიდი დოზა, ავი­ცე­რი, აც­რის დიდი დოზა გა­ვი­კე­თე ბუ­ლინგზე. ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის ვი­დეო იმი­ტომ არ გა­ვა­ზი­ა­რე ჩემს გვერ­დზე, რომ არ მინ­დო­და ზუს­ტად იგი­ვე გა­ევ­ლო მას, რაც თა­ვის დრო­ზე მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა გა­მა­ტა­რეს მე რა­ღა­ცა ერთი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის­თვის. არ მომ­წონს ეს ფორ­მა­ტი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და გულ­წრფე­ლად დავ­წე­რე: ეს რა­ტომ გა­უ­კე­თეთ? მარ­თლა გულ­წრფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ეს რა­ტომ და­მარ­თეს და იქაც კი ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი იყო, რომ რა­ღა­ცებს ვმა­ლავ­დი, იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და, რომ ჩემი გვერ­დი ყო­ფი­ლი­ყო ამის მო­ნა­წი­ლე.

ეს ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან, რომ დაგ­ხვრი­ტონ, თმე­ბით გით­რი­ონ შენი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის შემ­დეგ, გვე­უბ­ნე­ბი­ან იმას, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სით მი­დის ძა­ლი­ან დიდ, გლო­ბა­ლურ, აი, ძაან დიდ მას­შტა­ბურ შეხ­ვედ­რა­ზე, იქ, სა­დაც წარ­მო­ად­გენს თა­ვის ქვე­ყა­ნას - ასე არ გვინ­დო­დეს, რომ წარ­მო­ად­გენ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, ამას გვით­ვლი­ან ბუ­ლინ­გად. აი, ის ხალ­ხი...

ჩემი "არ­ტი­ლე­რია“ მარ­თლა რა მო­სა­ტა­ნია. ეს ხალ­ხი, რო­მე­ლიც დღეს გვაკ­რი­ტი­კებს, აი, ამ წუ­ხი­ლის­თვის, რო­მე­ლიც გა­მოვ­თქვით, ადა­მი­ა­ნუ­რად გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სან­დრა რუ­ლოვსს სკრი­ნინგზე რომ ხალ­ხი მიჰ­ყავ­და, ქა­ლებს აძი­ნებ­და, მათ საშ­ვი­ლოს­ნო­ებს აჭ­რი­და, ყიდ­და და ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რობ­და. ამას აზი­ა­რებ­დნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ სან­დრა რუ­ლოვ­სი ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რობ­და. და ეს ხალ­ხი გვე­უბ­ნე­ბა ჩვენ დღეს, რომ ეს არ არის სტან­დარ­ტი, მო­რა­ლუ­რი სტან­დარ­ტი არ არის ეს დღეს, რომ თქვენ რა­ღაც­ნა­ი­რად წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვათ ყო­ველ­გვა­რი ვი­დე­ოს გა­ზი­ა­რე­ბე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვათ, რომ ასე არ გვინ­და წარ­მო­ვად­გენ­დეთ. აი, ამის­თვის გვაკ­რი­ტი­კე­ბენ ეს ხალ­ხი, "სან­დრა რომ ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რობ­და“.

აქვე ერთი ამ­ბა­ვი უნდა გა­ვიხ­სე­ნო: მა­რი­ამ­მა (ნა­ნუ­კას შვი­ლი - ავტ.) ერთ-ერთი ჩარ­თვის დროს სი­ტყვა ვერ გა­მარ­თა, ის წი­ნა­და­დე­ბა ვერ გა­მარ­თა, სწო­რად ვერ თქვა. მერე იმის მცდე­ლო­ბა­ში, რომ შე­ეს­წო­რე­ბი­ნა, უფრო მეტი შეც­დო­მა და­უშ­ვა, კი­დევ უფრო მეტი შეც­დო­მა და ისე­თი პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა, იქი­დან წა­ვიყ­ვა­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. და აი, მა­შინ, რო­დე­საც მა­რი­ა­მი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიგ­ვყავ­და, ასე­ვე "ქო­ცე­ბი“ აზი­ა­რებ­დნენ მის გვერდს და წარ­მო­უდ­გენ­ლად ათ­რევ­დნენ. მახ­სოვს, ასე­თი გვერ­დი იყო "უკ­რა­ი­ნო­ლო­გი“. ის რომ ათ­რევ­და მა­რი­ამს, მა­რი­ა­მი მაგ დროს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო, პა­ნი­კურ შე­ტე­ვას ებ­რძო­და, იმ სტრე­სის­გან გა­მოწ­ვე­ულს, რო­მე­ლიც იქ მი­ი­ღო აი, ამ ჩარ­თვის გამო.

და ზუს­ტად ამით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ხოლ­მე, რომ ჩვენ არ ვი­ცით ადა­მი­ა­ნე­ბი რა მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებს გა­დი­ან ასე­თი სირ­ცხვი­ლის მი­ღე­ბის დროს. მე ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ვი­დეო არ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. მაგ­რამ "ქო­ცე­ბი“, რომ იცო­დეთ, ასე­თე­ბი არი­ან: კი­დე­ვაც გათ­რე­ვენ, არც შეც­დო­მას გა­პა­ტი­ე­ბენ, მაგ­რამ შემ­დეგ გე­ტყვი­ან, რომ შენ ამას ნუ აკე­თებ, თო­რემ ცუდი ხარ, თო­რემ სი­ნამ­დვი­ლე­ში თვი­თონ უა­რე­სებს აკე­თე­ბენ. ასე­თია "ქო­ცო­ბა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×