რეზონანსი
26.03.2026

შვედეთის და ნორვეგიის ელჩები „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან.

„განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია“- ამბობს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი და დასძენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ პატერნს და შლის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას.

ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი, რომელიც აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე, გირაოს გადაუხდელობის გამო „დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×