რეზონანსი
26.03.2026

რუსეთის პორტიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე სახელწოდებით ALTURA, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება ბოსფორის სრუტიდან 24 კილომეტრში მოხდა. დაზიანებულია გემის გემბანი და სამანქანო განყოფილება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულქადირ ურაოღლუს განცხადებით, სავარაუდოდ, გემს უპილოტო წყალქვეშა აპარატი შეეჯახა.

გემმა შველა ითხოვა. ადგილზე სამაშველო კატარღა გამოცხადდა.

გემზე ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფება. ყველანი თურქეთის მოქალაქეები არიან. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×