რეზონანსი
26.03.2026

იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს. ამ სამიტზე 45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით, აღნიშნული სამიტი ასეთი მასშტაბური არასოდეს ყოფილა, - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა.

მისივე თქმით, სამიტის თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული.

„რაც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში, ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში საკუთარ ქვეყნებში ჩაატარებენ ღონისძიებებს“, - აღნიშნა თამარ ბაგრატიონმა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×