რეზონანსი
25.03.2026

თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობით, მომდევნო თვიდან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს. სპეციალურად მათთვის გაიწერება ინდივიდუალური გეგმა - იმუშავებს გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ფსიქიატრები, ნევროლოგები, ქცევისა და მეტყველების თერაპევტები შედიან. პროგრამა, ჯამში, 2700 ბავშვს სეანსებს სრულად დაუფინანსებს.

მომსახურების ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, მინიმუმ ერთსაათიანი, 20 სეანსი დაფინანსდება. გეგმაშია შესაბამისი დაწესებულების რაოდენობის გაზრდაც. პროგრამის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც ერთ ბენეფიციარზე, წლიურად, 5 400 ლარს შეადგენს.

სიახლის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის განმარტებით, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები პრიორიტეტული მიმართულებაა. სახელმწიფოს დამოკიდებულება კი გაზრდილ ბიუჯეტშიც ჩანს.

პროგრამის დაწყების დროს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბენეფიციარებს ორი დაწესებულება ემსახურებოდა. ბიუჯეტი ნახევარ მილიონს შეადგენდა, მომსახურებას კი 325 ბავშვი იღებდა. ამის შემდეგ დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. დღეისთვის კი, თერაპიის გავლა 2-დან 18 წლის ასაკის მქონე ნებისმიერ პაციენტს შეუძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×