რეზონანსი
25.03.2026

მიხეილ სააკაშვილი 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესზე, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის  ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსვლას გამოეხმაურა.

ჩვენ გვყავდა ნამდვილი წარმომადგენელი, რომელიც 7 ენაზე, როგორც მშობლიურზე ისე საუბრობდა- თქვა სააკაშვილმა სანდრა რულოვსზე. 

მან გაიხსენა რა ისტორიებს უგონებდნენ სანდრას ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით და აინტერესებს ეს "ამბები" რატომ არ ჩადეს საქმეში. 

"მე მართლა მრცხვენია ქართველი ხალხის ნაცვლად, რომ ითმენს იმას, რომ ვაშინგტონში ვიხილეთ ზებრის (ცოლის) გამოსვლა.  ბოლოსდაბოლოს გვყავს ნამდვილი წარმომადგენელი, აი ის ქალი რომ იყო სანდრა (რულოვსი) 7 ენაზე, როგორც მშობლიურზე რომ საუბრობდა და ბევრი ლიდერის პირადი მეგობარია დღემდე. სამაგიეროდ როგროც ყველამ კარგად ვიცით, "ქალებს ძუძუებს უსინჯავდა, მერე საშვილოსნოებს აჭრიდა, საპატიმრობეში დადიოდა, პატიმრებს ორგანოებს აცლიდა და პირადად ვაჭრობდა თავის ბაზარში, თავის საკუთარ ჰოლანდიაში . მე არ მესმის რატომ არ არის ეს შეტანილი საბოტაჟის ამბავში. ბოლოს და ბოლოს ქართველი ხალხი ეღირსა ნამდვილ წარმომადგენელს, მაგრამ მე მრცხვენია ქართველი ხალხის ნაცვლად, რომ ჩვენ ამას ვითმენთ.

ხალხო გული არ გერევათ? თუ გულის რევის შეგრძნება გამქრალი გაქვს ზებრის ცოლის გამოსვლაზე?", - თქვა სააკაშვილმა.

ვიდეო სასამართლო პროცესიდან, რომელიც დღეს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ გახსნა, ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. 

წყარო: ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×