რეზონანსი
25.03.2026

ღოღობერიძის ქუჩაზე, ამ წუთებში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოზარდები და მათი მშობლები ბანერებით ქუჩაში არიან გამოსული და მე-14 საჯარო სკოლის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან დაპირებას უკვე ოთხი წელია იღებენ, თუმცა სკოლის ადგილზე, რომელიც ნახევრად დანგრეულია, მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბავშვებს სხვა სკოლაში, შორ მანძილზე უწევთ სიარული, რაც მათთვის დამატებითი დისკომფორტია. 

„არ უნდათ სკოლაში სიარული, მე-6 კლასელებიც იგივეს ამბობენ, რომ აღარ უნდათ ამხელა გზაზე სიარული - დაიღალნენ. როგორ, კორპუსს თუ აპროექტებენ ორ წელიწადში, ფუნდემენტიდან იწყებენ და აშენებენ 25 სართულს, სამსართულიანი სკოლა რა გახდა, რომ ვერ აშენდა 4 წელიწადში. აშენებაზე არაა აქ უკვე ლაპარაკი, ხედავთ, ნაგავსაყრელია“, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ადგილობრივების განცხადებით, ბაშვები სკოლაში თემქაზე დადიან, რის გამოც სკოლის დაბრუნებას და მის აშენებას ითხოვენ. 

„თუ არის პროექტში და უნდა აშენდეს, დოკუემნტაციით, მოგვცენ ეს საბუთები, მოგვაწოდონ ინფორმაცია. თუ არ შენდება, ეგეც გაგვაგებინონ და ჩვენ ამ სიშორეზე აღარ მოგიწევს სიარული და მივიღებთ ზომებს“, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ შეკრებას და აქციის მოწყობას ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×