რეზონანსი
25.03.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუჩერა. როგორც ორბანი ამბობს, გაზის მიწოდება უკრაინისთვის შეჩერებული იქნება მანამ, სანამ უნგრეთი უკრაინის გავლით ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიღებას არ დაიწყებს.

„სანამ უკრაინა არ გვაწვდის ნავთობს, ისინი უნგრეთიდან გაზს არ მიიღებენ. დავიცვათ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება, დავიცვათ ფასები ბენზინსა და გაზზე“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, თებერვალში, უნგრეთმა უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შეაჩერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×