რეზონანსი
25.03.2026

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსად ლევან მესხია დაინიშნა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ის ამ თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძეს შეცვლის.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საკადრო ცვლილებების შესახებ და წარმოგიდგინოთ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ახალი უფროსი. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ლევან მესხია, რომელიც სპეციალობით სამართალმცოდნეა. იგი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“. გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ლევან მესხიას გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება მუნიციპალიტეტის მერიას და ჩვენს ქალაქს. მინდა წარმატებები ვუსურვო ლევანს ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

რაც შეეხება აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ხვედელიძეს, მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის. გიორგი სხვა სახელმწიფო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას. მინდა ასევე ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×