რეზონანსი
25.03.2026

ირანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის ხელისუფლებასთან კოორდინაციით „არამტრული ქვეყნების გემებს“ ჰორმუზის სრუტის გავლა შეუძლიათ.

„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანმა „მიიღო აუცილებელი და პროპორციული ზომები, რათა აგრესორებმა და მათმა მხარდამჭერებმა არ გამოიყენონ ჰორმუზის სრუტე ირანის წინააღმდეგ მტრული ოპერაციების გასაგრძელებლად“.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ირანმა მხოლოდ მცირე რაოდენობის გემებს მისცა ნებართვა, მის ტერიტორიულ წყლებში გაევლოთ. სიტუაციის შესახებ ინფორმირებული პირების ცნობით, ზოგიერთმა გემმა ირანს ორი მილიონი დოლარი გადაუხადა ყურეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად.

როგორც გამოცემა წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის დაწყებიდან ამ მომენტისთვის სპარსეთის ყურეში დაახლოებით 3 200 გემი რჩება, რომლებიც ჰურმიზის სრუტეში გავლას ვერ ახერხებენ. კონფლიქტის დაწყებიდან ირანმა, სულ მცირე, 22 გემი დაბომბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×