რეზონანსი
25.03.2026

საპატრიარქოს საერთაშორისო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია პატრიარქ ილია მეორეს შესახებ საუბრობს და ერთ შემთხვევას იხსენებს:

"3 წლის წინ ისრაელიდან ჩამოვედი და უწმინდესის მოსანახულებლად მივედი. საპატრიარქოში ყველანი შეწუხებული დამხვდნენ, მთელი დღე ხმა არავისთვის გაუცია, იქნებ შენ მაინც რამე გითხრასო. შევედი, დამლოცა, დავუწყე ლაპარაკი, მაგრამ რამდენი რამ ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე. რამდენჯერმე ვცადე, ამყოლოდა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... 

გარკვეული დროის შემდეგ შევბედე, თქვენო უწმინდესობავ, ჩემზე ნაწყენი ხომ არ ბრძანდებით, რატომ არ მელაპარაკებით-მეთქი? გამომხედა და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა: "მოხუცი ვარ". სუსტად იყო და ჩვენ კი გვსურდა, სულ ელაპარაკა. ის სულ უფრო და უფრო ცოტას ლაპარაკობდა, სულ უფრო და უფრო იყო ლოცვაში... მისი მდუმარება საქართველოსთვის ღმერთამდე ყვირილად ადიოდა. დაუფასდება! ყველაფერი კარგად იქნება! მე ამის მჯერა! ეს რწმენა, ეს განწყობა მან ჩამინერგა და მინდა, ყველასთვის გადამდები იყოს!" - განუცხადა "კვირის პალიტრას" ლაშა ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×