რეზონანსი
24.03.2026

მათი გარე პატრონებისთვის ეს რა თქმა უნდა კომფორტულია, ვინაიდან შემდეგ ამ ყველაფერზე დაფუძნებით რეზოლუციებს იღებენ და სალაპარაკო ეძლევათ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტპატიმარია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, გარე აქტორებს დღემდე არ წარმოუდგენიათ სია, ვის მოიაზრებენ პოლიტპატიმრებად.

„როდესაც ეს გარე აქტორები საუბრობენ პოლიტპატიმრებზე და ჩვენ ვითხოვთ, რომ სია გადმოგვცენ ვის მოიაზრებენ ისინი პოლიტპატიმრებად, რა თქმა უნდა თავს იკავებენ, რადგან იმ სიაში აღმოჩნდებიან ადამიანები, ვისზეც ძალიან მაღალი მტკიცებულების სტანდარტი არის, პირდაპირ ვიდეო მასალა, თუ როგორ არღვევდნენ კანონს, შესაბამისად ეს არის მხოლოდ სპეკულაცია", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×