რეზონანსი
24.03.2026

სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს – არა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს.

„დროის ნაკლებობა გამორიცხეთ. ე.წ. მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს, იქიდან „ჯანმრთელობა“ ან „კარგად იყავი“ რომ არ მიაძახონ. იმის დროს თუ პოულობენ, ახლა, მით უმეტეს, უნდა ეპოვათ. ეს იყო პასუხი იმ მილიონ-ნახევარი ადამიანისთვის, რომლებიც ქუჩაში თვალცრემლიანი იდგნენ და რომლებიც ვერ ეღირსნენ თუნდაც ფორმალურად, პრაგმატული მოსაზრების ან თუნდაც მოსატყუებლად მაინც, ერთი სამძიმრის სიტყვა გამოეგზავნათ. სად იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამძიმარი? სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს - არა? იმ მილიონ-ნახევარს, რომელიც ქუჩაში იდგა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ვინც ვერ შეძლო, კიდევ მილიონობით სახლში იყო თვალცრემლიანი და პატრიარქს ტიროდა. სამმილიონ-ნახევრიან ერს სამძიმრის წერილიც კი არ გამოუგზავნეს. ეს არის მათი ფასეულობა და მიდგომა. ეს ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს. 

ამბობდნენ, ჩვენ ხელისუფლება არ მოგვწონს, თორემ ქართველი ხალხის მეგობრები ვართო, და მათ ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით? ქართველ ხალხს რატომ ემუქრებიან, თუ რაიმე უნდათ, პოლიტიკოსებთან, ჩვენთან გაარკვიონ, ჩვენ გვიპასუხონ და ჩვენ დაგვსაჯონ, ამას ავიტანთ. ქართველ ხალხს რომ ატყუებენ, თქვენი მეგობრები ვართო და თან სანქციებით ემუქრებიან, ეს თვალთმქაცობაა და ეს თავად დაადასტურეს, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×