რეზონანსი
24.03.2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. 

"ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით ვულოცავ რამადან-ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას. განსაკუთრებული მადლიერებით მსურს აღვნიშნო ის სითბო, ერთიანობა და სოლიდარობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ თქვენგან და ეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებით. მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი ერთიანობა არის ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და უკეთესი მომავლის საფუძველი", - წერს კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×