რეზონანსი
24.03.2026

თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გაირკვევა. როგორც მკვლელობაში ბრალდებული 55 წლის დავით რატიანის მეზობლები ჰყვებიან, მას შემდეგ რაც შუახნის მამაკაცმა მძინარე დედას დანა ჩაარტყა, ძმას კი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 112-ში თავად დარეკა და სასწრაფო დახმარება ითხოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ამჟამად დაკავებულმა ოპერატორს უთხრა, რომ ხელი დაიზიანა.

მეზობლები ამბობენ, რომ მოკლული, ხანდაზმული ქალი ეტლით მოსარგებლე იყო და გარეთ თითქმის არ უნახავთ. რაც შეეხება მკვლელობის დღეს განვითარებულ მოვლენებს, ადგილობრივების თქმით, ხმაური არ გაუგიათ. ქალი შვილმა სავარაუდოდ მაშინ მოკლა, როცა მოხუცს ეძინა: 

"ხმაური არ გამიგია. დილას გავიგე. სასწრაფო რომ მოვიდა, ვიფიქრე, რომ ბიჭების დედას გამოუძახეს, რადგან ავად იყო. ქალი გარეთ საერთოდ ვერ გამოჰყავდა, მოხუცი იყო. კონფლიქტის შესახებ არაფერი გამიგია.

ახლაც შოკში ვარ,  არც ხმაური გამიგია და არც რაიმე სახის დაპირისპირების შესახებ ვიცი. პოლიციელები რომ დავინახეთ, მაშინ გავიგეთ, რომ დავითმა დედა და ძმა მოკლა. დედა მწოლიარე იყო, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მეზობლები ამბობენ, რომ დედას ეძინა და სწორედ ამ დროს ჩაარტყა დანა. დავითი ადგილზე დააკავეს, ამბობენ, რომ თავად გამოძახა პოლიცია"- აცხადებენ "ტვ პირველთან" დაკავებულის მეზობლები. 

პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება  უკვე წარუდგინა. ირკვევა რომ 55 წლის კაცი 20 მარტს პოლიციის განყოფილებაში დააკავეს. 

"დაკავებულს ძალიან უჭირს ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი, ძნელად აღიქვამს მოვლენებს. გაეცნო ბრალდების შესახებ დადგენილებას, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია ბრალთან მიმართებაში. უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. რაც შეეხება დაკავებას, მისი დაკავება პოლიციის სამმართველოში მოხდა. პოლიციას როგორც ასეთი, თავად არ ჩაბარებია. 112-ზე დარეკა, მას ხელი აქვს დაზიანებული, შესაბამისად, როცა მივიდა სასწრაფო, შემდეგ გამოცხადდა პოლიცია და პოლიციის სამმართველოში დააკავეს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა", - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ბენია.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×